Saturday, November 3, 2018
Sunday, October 7, 2018
ტრენინგის IX დღე
ტრენინგი,რომლის დაწყებასაც დიდი ხნის განმავლობაში
ველოდებოდი, ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. პროექტებით სწავლება შესაძლებლობას იძლევა
სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს, მოსწავლეებს
განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა
ჩართულობა. ეს არის მოსწავლეზე ორიენრირებული სწავლების მოდელი.
ჩემს მუშაობაში კომპიუტერული ტექნოლოგიების
ელექტრონული გამოყენება საშუალებას მომცემს დავეხმარო მოსწავლეებს წარმოსახვის, შემოქმედებითი
უნარების განვითარებაში. პროექტის დაგეგმვისას მნიშვნელოვანია თემის განსაზღვრა და
მიმართულებია მიმცემი კითხვების ჩამოყალიბება.
სწავლების პერიოდში გავიარე ინტელის სასწავლო
კურსის 8 მოდული, აქტუალური საკითხებით. გავეცანი
საავტორო უფლებების კანონმდებლობას, ინტერნეტრესურსების გამოყენებას. შევქმენი ბლოგი,
ასევე პორტფოლიო. ყოველი ტრენინგის დასრულების შემდეგ ვწერდი რეფლექსიას. გავიარე შეფასების
ფორმები, და სტრატეგიები. საინტერესო აღმოჩნდა ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით.
ნაყოფიერი იყო თითოეული დღე. ბევრი რამ ვისწავლე.
ჩემ პრაქტიკაში ერთ-ერთი სასარგებლო და ბევრისმომცემი ტრენინგი იყო. სწავლების განმავლობაში
მნიშვნელოვანი იყო ტრენერის მიერ მასალის ზედმიწევნით ახსნა-განმარტება, რაც საშუალებას
მაძლევდა კარგად გამეაზრებინა საკითხი. ამისთვის უღრმესი მადლობა დიანას. სიამოვნებით
ვითანამშრომლებ მასთან მომავალშიც.
ტრენინგის ბოლო დღეს გავაკეთეთ
ჩვენი პროექტის პრეზენტაცია. შევაფასეთ ერთმანეთის ნაშრომები. მადლობა ჩემს კოლეგებს
ასეთი საინტერესო ნამუშევრებისთვის.
ტრენინგის VIII დღე
დღევანდელი შეხვედრა საკმაოდ დატვირთული იყო. გავიარეთ მოდული 7. დეტალურად დავამუშავეთ. მნიშვნელოვანია სასწავლო პროექტის მიზნების კარგად განსაზღვრა. ასევე მთავარი კითხვების განსაზღვრა, რადგან ეფექტური კითხვები გააზრებულ , სხარტ პასუხებს განაპირობებს.უნდა მოხდეს მოსწავლეთა წახალისება.
ყურადღება გავამახვილეთ მოსწავლეზე ორიენტირებულ გაკვეთილზე. ფასილიტაცია ხელს უწყობს მოსწავლეთა შედეგზე წარმატებით გასვლას.
ყურადღება გავამახვილეთ მოსწავლეზე ორიენტირებულ გაკვეთილზე. ფასილიტაცია ხელს უწყობს მოსწავლეთა შედეგზე წარმატებით გასვლას.
ტრენინგის VI დღე
დღეს გავიმეორეთ შეფასების სტრატეგიები. განვიხილეთ საავტორო უფლებები, მისი დაცვა, ლეგიტიმური გამოყენება და მისი ოთხი ფაქტორი. ასევე მითითებები ლეგიტიმური გამოყენების პრინციპების შენარჩუნებისთვის. ვნახეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ნიმუშები, ვისწავლეთ ინტერნეტრესურსების მოძიება, რესურსების გადმოწერა, ბიბლიოგრაფიის შექმნა, კომუნიკაციის გამოყენება, წყაროს ციტირება. ინფორმაციული თვალსაზრისით საკმაოდ დატვირთული დღე იყო. მადლობა დიანას!
ტრენინგის V დღე
დღეს გავიარეთ მოდული 2; დეტალურად გავეცანით შეფასების ხუთ სტრატეგიას: 1. საჭიროების დადგენა, 2. თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის წახალისება 3. პროგრესის მონიტორინგი 4. გაგების შემოწმება და მეტაშემეცნების წახალისება 5. გაგებისა და უნარების დემონსტრირება. სტრატეგიებში მოცემულ მეთოდებსა და ინსტრუმენტებს გამოვიყენებ პროექტზე მუშაობის დროს.
გავიარეთ უკუკავშირის სახეები,რჩევები და მეთოდები. საკმაოდ მნიშვნელოვანი დღე იყო.
გავიარეთ უკუკავშირის სახეები,რჩევები და მეთოდები. საკმაოდ მნიშვნელოვანი დღე იყო.
ტრენინგის III დღე
შევარჩიეთ პროექტის თემები. მოვისმინეთ და რჩევები მივეცით კოლეგებს.განვიხილეთ მეორე მოდული და ამ მოდულში გამოყენებული ფაილები. მნიშვნელოვანი იყო მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება. დეტალურად განვიხილეთ შეკითხვების სამი ტიპი. საინტერესო და მნიშვნელოვანი დღე იყო პროექტის გეგმაზე შემდგომი მუშაობისთვის.
ტრენინგის I-II დღე
დავიწყეთ ტრენინგი პროექტებით სწავლება. გავიცანი კოლეგები. პირველი შეხვედრიდანვე ინტერსი გამოიწვია საკითხის აქტუალობამ, რადგან მრავალფეროვანს გახდის ჩემს მუშაობას. გავეცანი სამუშაო წიგნს, მოდულებს. შევქმენი ბლოგი, სადაც განვათავსებ ჩემ მიერ განხორციელებულ პროექტებს,ალბომებს.
სიახლეა, რომ პროექტებს ვაწარმოებთ ელექტრონულად. გავეცანი და ვისწავლე ბროშურის შექმნა. ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი იყო ორივე დღე. მადლობა დიანას.
სიახლეა, რომ პროექტებს ვაწარმოებთ ელექტრონულად. გავეცანი და ვისწავლე ბროშურის შექმნა. ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი იყო ორივე დღე. მადლობა დიანას.
Subscribe to:
Posts (Atom)