Sunday, October 7, 2018

ტრენინგის IX დღე


        ტრენინგი,რომლის დაწყებასაც დიდი ხნის განმავლობაში ველოდებოდი, ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. პროექტებით სწავლება შესაძლებლობას იძლევა სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს, მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა. ეს არის მოსწავლეზე ორიენრირებული სწავლების მოდელი.
      ჩემს მუშაობაში კომპიუტერული ტექნოლოგიების ელექტრონული გამოყენება საშუალებას მომცემს დავეხმარო მოსწავლეებს წარმოსახვის, შემოქმედებითი უნარების განვითარებაში. პროექტის დაგეგმვისას მნიშვნელოვანია თემის განსაზღვრა და მიმართულებია მიმცემი კითხვების ჩამოყალიბება.
      სწავლების პერიოდში გავიარე ინტელის სასწავლო კურსის 8 მოდული, აქტუალური საკითხებით.  გავეცანი საავტორო უფლებების კანონმდებლობას, ინტერნეტრესურსების გამოყენებას. შევქმენი ბლოგი, ასევე პორტფოლიო. ყოველი ტრენინგის დასრულების შემდეგ ვწერდი რეფლექსიას. გავიარე შეფასების ფორმები, და სტრატეგიები. საინტერესო აღმოჩნდა ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით.
     ნაყოფიერი იყო თითოეული დღე. ბევრი რამ ვისწავლე. ჩემ პრაქტიკაში ერთ-ერთი სასარგებლო და ბევრისმომცემი ტრენინგი იყო. სწავლების განმავლობაში მნიშვნელოვანი იყო ტრენერის მიერ მასალის ზედმიწევნით ახსნა-განმარტება, რაც საშუალებას მაძლევდა კარგად გამეაზრებინა საკითხი. ამისთვის უღრმესი მადლობა დიანას. სიამოვნებით ვითანამშრომლებ მასთან მომავალშიც.
     ტრენინგის ბოლო დღეს გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია. შევაფასეთ ერთმანეთის ნაშრომები. მადლობა ჩემს კოლეგებს ასეთი საინტერესო ნამუშევრებისთვის.

2 comments:

  1. ძალიან მომეწონა თქვენი პროექტი. საინტერესო და რაც მთავარია, ულამაზესად გაფორმებული გქონდათ . წარმატებებს გისურვებთ.

    ReplyDelete
  2. ძალიან მიხარია რომ თქვენთან ერთად მომიწია ტრენინგის გავლა
    ძალიან მომეწონა თქვენი ტრენინგის საბოლოო პროდუქტი კედლის გაზეთი !

    ReplyDelete